"კოალიცია ცვლილებისთვის" საარჩევნო სიის პირველი ნომერი ნანა მალაშხიაა.
"ჩემთვის დიდი პატივია მონაწილეობა მივიღო ამ ბრძოლაში, ამ გუნდთან ერთად და ვიყო გუნდის პირველი ნომერი. გუნდთან, რომელიც მოიტანს ცვლილებებს, იმ ფუნდამენტურ, სისტემურ ცვლილებებს, რაც აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის. მე შემთხვევით არ მითქვამს სიტყვა ბრძოლა- ეს არის ბრძოლა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და ზუსტად იმ ფუნდამენტური ცვლილებებისთვის, რაც აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. მე დარწმუნებული ვარ 26 ოქტომბერს საქართველო გაიმარჯვებს." - ამბობს მალაშხია.
კოალიციის სიის შემადგენლობა რამდენიმე წუთში იქნება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ ქალი ევროკავშირის დროშით - ნანა მალაშხია კოალიციას 23 სექტემბერს შეუერთდა.