რუსული თხევადი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისთვის, ბრიტანეთმა 5 გემი დაასანქცირა

გამოქვეყნდა:

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ხუთ გემს და ორ ასოცირებულ სუბიექტს, რომლებიც მონაწილეობენ რუსული თხევადი ბუნებრივი აირის [LNG] ტრანსპორტირებაში.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, პირველად იყენებს ახალ იურიდიულ უფლებამოსილებებს პირდაპირ LNG გემების წინააღმდეგ. სანქციები ასევე დაწესდა White Fox Ship Management-სა და Ocean Speedstar Solutions OPC-ზე.

„დღევანდელი ქმედება გაგრძელებაა მოკავშირეებთან ერთობლივი ძალისხმევის, რათა შეაჩეროს რუსეთის მცდელობა გაზარდოს შემოსავლები ენერგიის გაყიდვიდან, რაც პუტინის ომის დაფინანსების კრიტიკულ წყაროს წარმოადგენს უკრაინაში“, - აცხადებს ბრიტანეთის მთავრობა. 

ცნობისთვის, ბრიტანეთმა 11 სექტემბერსაც დაასანქცირა 10 რუსული გემი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი