"სისტემა არის შესაცვლელი და როდესაც მისი ცვლილება გინდა, ამას სჭირდება ბევრი ახალი ადამიანი", - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია საუბრობს და კოალიციის საარჩევნო სიას ეხმაურება.
"კოალიცია ცვლილებისთვის" დეკლარირებული ამოცანა გახლავთ ცვლილებები და სიახლე. ცვლილებები და სიახლე, რომელსაც თან ახლავს, რა თქმა უნდა, კომპეტენცია და კვალიფიკაცია. და ჩვენი ამოცანა არ გახლავთ არავითარ შემთხვევაში, რომ სისტემა ჩავანაცვლოთ. სისტემა არის შესაცვლელი და როდესაც ცვლილება გინდა, ფუნდამენტურად, სისტემის, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ბევრი ახალი ადამიანი და მოხარულები ვართ, რომ ჩვენ ეს შევძელით და მოხარულები ვართ, რომ არანაირი სხვა პოლიტიკური ინტერესი, ჯგუფის გავლენა არ არსებობს, განგებ ვუსვამ ამას ხაზს, ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, სამწუხაროდ, არ ეძლევა პოლიტიკურ ჯგუფებს ფუფუნება, რომელიც ჩვენ გვაქვს სიაში მოხვდნენ მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანები, ვისაც გადაწყვეტს გუნდი. და ამასთან ერთად გამოცდილი ადამიანებიც არიან სხვადასხვა მომდევნო ათეულში და საზოგადოება ამასაც იხილავს. ვისაც პრინციპულობა ახასიათებს, ბრძოლისუნარიანობა ახასიათებს და ჩვენი საარჩევნო სიის 90% შედგება მთლიანად ახალი ადამიანებისგან", - ამბობს ნიკა მელია.