ემიგრანტები დამატებით საარჩევნო უბნებზე ცესკოს გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებენ

გამოქვეყნდა:

ემიგრანტები ცესკოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ - სარჩელი უკვე მზადაა და თბილისის საქალაქო სასამართლოში სავარაუდოდ, ხვალ შევა. საუბარია დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნაზე, რაც გუშინდელ სხდომაზე ცესკომ არ დააკმაყოფილა და საზღვარგარეთ მცხოვრებ ასობით ათას მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ჩამოართვა.

ემიგრანტები ახლა სასამართლოსგან მოითხოვენ, დაავალდებულოს ცესკო, რომ უბნები გაიხსნას ისეთ ქალაქებში, რომლებიც საკონსულოებიდან და საელჩოებიდან შორსაა.  ემიგრანტები ამბობენ რომ   ოცნების ხელისუფლება კონსტიტუციას არღვევს,  რადგან  მათ საშუალებას ართმევს მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.

ცესკოში კი ამ ბრალდებებს იმით პასუხობენ, რომ "დაინტერესებული პირები აღნიშნული თემით მანიპულირებენ".

როგორც გუშინ, 26 სექტემბერს საარჩევნო ადმინისტრაციამ დაადგინა, მხოლოდ 60 საარჩევნო უბანი გაიხსნება 42 ქვეყანაში.

იხილეთ:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი