"ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის წითელი ხაზი საზღვრის დარღვევა იქნება" | ლუკაშენკო

გამოქვეყნდა:

"ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის წითელი ხაზი საზღვრის დარღვევა იქნება", - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მინსკში უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ NATO-ს ძალები, მათ შორის აშშ-ისა და პოლონეთის ჯარები, ბელარუსის დასავლეთ საზღვრებთანაა განლაგებული. მისი თქმით, საკუთარი ქვეყნისა და რუსეთის დასაცავად საჭიროების შემთხვევაში ისინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ.

„ვამბობდი, რომ ბელარუსზე თავდასხმა მესამე მსოფლიო ომი იქნება. მადლობა, პუტინმა ეს გუშინ დაადასტურა, როცა ბირთვულ დოქტრინაში შესწორება შეიტანა და აღნიშნა, რომ რუსეთსა და ბელარუსზე თავდასხმის დროს ჩვენ ბირთვულ იარაღს გამოვიყენებთ. რუსეთი გამოიყენებს მთელ არსენალს და ეს უკვე მსოფლიო ომია. ეს არც დასავლეთს უნდა. ისინი ამისთვის მზად არ არიან. მაგრამ ჩვენ მათ გულწრფელად ვეუბნებით: წითელი ხაზი არის სახელმწიფო საზღვარი. თუ ფეხს დაადგამთ - პასუხი მყისიერი იქნება. ამისთვის ვემზადებით. ამაზე გულწრფელად და ღიად ვსაუბრობ“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი