"რუსეთი იტოვებს უფლებას, აგრესიის შემთხვევაში, მაშინაც კი, თუ მტერი კრიტიკულ საფრთხეს ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით შექმნის, ბირთვული იარაღი გამოიყენოს", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს და მორიგ ჯერზე იმუქრება. მისივე თქმით, მოსკოვი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაშიც.
ბირთვული ძალების შესაძლო გამოყენებისა და მათი შესაძლო კორექტირების შესახებ რუსეთის მიდგომების ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი ჩატარდა... აქ ნათლადაა აღწერილი რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე გადასვლის პირობები. ჩვენ განვიხილავთ ასეთ შესაძლებლობას უკვე მაშინ, როდესაც მივიღებთ სანდო ინფორმაციას საჰაერო კოსმოსური თავდასხმის საშუალებების მასობრივი გაშვებისა და ჩვენი სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ. ვგულისხმობ სტრატეგიულ ან ტაქტიკურ თვითმფრინავებს, ფრთოსან რაკეტებს, უპილოტო თვითმფრინავებს, ჰიპერბგერით და სხვა თვითმფრინავებს“, - ამბობს პუტინი.