რამდენი მიმართვა შევიდა ეროვნულ ბანკში საპენსიო სესხთან და "ოვერდრაფტთან" დაკავშირებული პრეტენზიით

გამოქვეყნდა:

საპენსიო სესხებთან და ოვერდრაფტთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკში 4 წლის განმავლობაში 3 490 მიმართვა შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტარ ანა ნაცვლიშვილის კითხვის პასუხად ეროვნული ბანკი ავრცელებს.

"2020 წლის 01 სექტემბრიდან 2024 წლის 01 სექტემბრამდე პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტში სს „ლიბერთი ბანკის“ (შემდგომში - „ბანკი“) მიერ გაცემულ საპენსიო კატეგორიის  სესხებთან/კრედიტებთან დაკავშირებით დაფიქსირდა 3,195 (სამიათას  ასოთხმოცდათხუთმეტი), ხოლო, საპენსიო ე.წ. "ოვერდრაფტთან" დაკავშირებით - 295 (ორასოთხმოცდათხუთმეტი) მომართვა.

აღნიშნული მომართვების/განცხადებების შინაარსი განსხვავებულია და მოიცავს როგორც მითითებული საკრედიტო პროდუქტების ხელშეკრულებების პირობებთან შესაბამისობის (მათ შორის, ახალი კორონავირუსით (COVID19) გამოწვეული პანდემიის პერიოდში ე.წ. „საშეღავათო პერიოდის“ საფუძველზე შეცვლილ ვადასა და პირობებს), საპროცენტო შენატანებთან, გადახდის გრაფიკთან მიმართებით შეკითხვებს/პრეტენზიებს, ასევე, სესხის/კრედიტის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებულ და სხვა სახის საკითხებს." - ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბანკსა და მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის პირობების, საპროცენტო შენატანების, საპროცენტო განაკვეთის ოდენობისა ან/და სესხის/კრედიტის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით 2020 წლის 01 სექტემბრიდან 2024 წლის 01 სექტემბრამდე პერიოდში სულ დაფიქსირდა 2,776 (ორიათას შვიდასსამოცდათექვსმეტი) მომართვა/განცხადება, ხოლო, სხვა საკითხებს, მათ შორის, ადმინისტრაცია/მომსახურებას, ზოგადი ხასიათის ინფორმაციის გამოთხოვას, ბანკის მხრიდან არასწორი ინფორმაციის მიწოდებას და ა.შ., შეეხებოდა 714 (შვიდასთოთხმეტი) მომართვა, რომლებიც წლების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

ავტორი: ნინო ზედგენიძე

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი