ემიგრანტები ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ და აქციებს აანონსებენ

გამოქვეყნდა:

ემიგრანტები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ და საპროტესტო აქციებს აანონსებენ. უკვე ცნობილია, რომ კვირას, 6 ოქტომებრს, რამდენიმე ქალაქში აქციები გაიმართება. უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები მიმართავენ საგარეო საქმეთა მინისტრსაც, დატოვოს თანამდებობა. ემიგრანტების პროტესტის მიზეზი კი ხელისუფლების გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც მათი უდიდესი ნაწილი ხმის მიცემის უფლების გარეშე რჩება. ამბობენ, რომ ცესკომ საზღვარგარეთ დამატებითი უბნების გახსნაზე უარით, კანონის აღსრულებაზე თქვა უარი და ეჭვქვეშ დააყენა არჩევნების ლეგიტიმურობა. მათივე თქმით, კანონი საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაარღვია, რომელმაც ცესკოს საკონსულო აღრიცხვების შესახებ სრული ინფორმაცია არ მიაწოდა. ემიგრანტებმა სპეციალური პეტიციაც შექმნეს და ხელმოწერებს აგროვებენ.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი