"ივანიშვილი აგებს არჩევნებს, მის გვერდით არის ლავროვი, რომელიც ისეთივე დამაჯერებელია საქართველოსთვის, როგორც იქნებოდა შაჰ-აბასი", - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია და სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურება.
ლავროვის განცხადება მიზნად ისახავს ერთადერთ რამეს - მორიგ ჯერზე შეიყვანოს შეცდომაში ქართველი ერი და ამის მიზანი თავის მხრივ არის ბიძინა ივანიშვილისთვის მხარდაჭერის გაზრდა. ლავროვი ისეთივე დამაჯერებელია საქართველოსთვის, როგორიც იქნებოდა შაჰ-აბასი. აბსოლუტურად უმნიშვნელოა, რას ამბობს ის, და ბიძინა ივანიშვილს ვერც ეს და ვერც სხვა რამ ვერ უშველის. ბიძინა ივანიშვილი აგებს არჩევნებს, მის გვერდით არის ლავროვი, კახა კალაძეზე კომენტარს საერთოდ არ გავაკეთებ ვისთან არის, მიხედოს თავის საბანკო ანგარიშებს, რასაც აკეთებს კიდეც, როგორც გავიგე. საქართველოში გადაწყვეტილება მიღებულია - რუსული მთავრობა უნდა წავიდეს. ლავროვის დაპირებები არც ერთ თემაზე არც სანდო არ არის და არც ჩვენთვის საინტერესო, - ამბობს ნიკა გვარამია.
იხილეთ ასევე: