ღვარძლიანი წულუკიანის შოუში მონაწილეობას არ ვაპირებთ - ბოიკოტი უწყებათაშორის კომისიას

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური პარტიების ოფისების დარღვევა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ძალდობის ფაქტები, მათ შორის ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლა - ამ საკითხებზე საპარლამენტო არჩევნების უწყებათაშორისი კომისიის მეორე გაფართოებულ შეხვედრაზე იმსჯელებენ. შეხვედრაზე პოლიტიკური პარტიები, საგამოძიებო უწყების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ბოლო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებს განიხილავენ. შეხვედრაზე მოისმენენ შსს-სა და პროკურატურსგან, რა რეაგირება მოახდინეს უწყებებმა გამოვლენილ დარღვევებზე. შეხვედრას "ევროპული საქართველო" ბოიკოტს უცხადებს.

ევროპულ საქართველოში ამბობენ რომ კომისია დარღვევებზე არ რეაგირებს და წულუკიანი კომისიას თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს:

წინა გამოცდილების გათვალისწინებითაც ქალბატონი წულუკიანი არც ერთხელ არ ყოფილა დაინტერესებული, რომ რაიმე პრობლემა მოგვარებულიყო. ჩვენ ამ ღვარძლიანი ადამიანის შოუში მონაწილეობას არ ვაპირებთ. შეუძლია შეიკრიბოს თავის თანამზრახველებთან, თანამოაზრეებთან ერთად და იმსჯელოს" ამბობს სერგი კაპანაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი