"პუტინის ბირთვულმა რიტორიკამ NATO-ს მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა არ უნდა შეაჩეროს" | სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

პუტინის ბირთვულმა რიტორიკამ NATO-ს მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა არ უნდა შეაჩეროს, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა და პუტინის მხრიდან გასულ კვირას გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

"მე არ მგონია, რომ უკრაინასთან დაკავშირებით პუტინის აზრის ცვლილება შეგვიძლია, მაგრამ, ვფიქრობ, შევცვალოთ მისი მოლოდინები რუსეთისთვის ომის წარმოების დანახარჯების გაზრდით. იმდენად, რომ მისთვის უფრო მომგებიანი გახდეს უკრაინის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყნის მიღება", - თქვა NATO-ს ხელმძღვანელმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი