"თურმე პრეზიდენტის ქალიშვილი თუ ხარ, პრეზიდენტი თუ გააპროტესტებს საჯაროდ, მაშინ გეშველება" | სალომე ზურაბიშვილი ცესკო-ზე

გამოქვეყნდა:

"თურმე პრეზიდენტის ქალიშვილი თუ ხარ, პრეზიდენტი თუ გააპროტესტებს საჯაროდ, მაშინ გეშველება - თურმე ვეწევი უმანკო საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას", - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცესკო-ს განცხადებას, რომელის თქმითაც, მისი შვილი ქეთევან გორჯესტანი ხმის მიცემას პარიზში შეძლებს: 

"თუ კარგად გავიგე, ყველაფერს სწორად რომ გააკეთებ, დარეგისტრირდები დროულად (23 ივლისს), მიიღებ საკონსულოდან დასტურს, რომ ყველაფერი წესრიგშია და ვერ აღმოაჩენ შენ გვარს სიაში, თურმე პრეზიდენტის ქალიშვილი თუ ხარ, პრეზიდენტი თუ გააპროტესტებს საჯაროდ, მაშინ გეშველება! და სხვა? ჩვენი ემიგრანტების უზარმაზარი ჯარი… იმათ რას ეუბნებით? დაელოდეთ 7 ოქტომბერს და თუ ვერ აღმოაჩენთ თქვენს გვარს, ვერც გამოასწორებთ! და თურმე ეს დისკრიმინაცია, საარჩევნო უფლებების დარღვევა არაა და თურმე ვეწევი უმანკო საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას" - წერს სალომე ზურაბიშვილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი