"იენს სტოლტენბერგს ვემშვიდობებით და მარკ რუტეს მივესალმებით" | დღეიდან ნატო-ს ახალი გენერალური მდივანი ეყოლება

გამოქვეყნდა:

ნიდერლანდების ყოფილი პრემიერმინისტრი მარკ რუტე დღეიდან ნატო-ს გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგება.

თანამდებობის გადაცემის ცერემონია დღეს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართება. 

ამ ისტორიულ დღეს ჩვენ ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ვემშვიდობებით და ნატო-ს მომავალ გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს მივესალმებით, - ნათქვამია ნატო-ს ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში.

სტოლტენბერგი ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა.

ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ნატო-ს გენერალურ მდივნად მარკ რუტეს დანიშვნას მხარი 26 ივნისს დაუჭირა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი