იაპონიის პარლამენტმა ახალი პრემიერმინისტრი შიგერუ იშიბა დაამტკიცა

გამოქვეყნდა:

იაპონიის ორპალატიანმა პარლამენტმა ახალი პრემიერმინისტრი შიგერუ იშიბა დაამტკიცა, რითაც მას თავისი მინისტრთა კაბინეტის ოფიციალურად წარდგენისთვის გზა გაუხსნა- ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.

შიგერუ იშიბა 67 წლისაა და წარსულში თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. სწორედ მისი პრემიერობით ჩატარდება ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები 27 ოქტომბერს 

შეგახსენებთ, ფუმიო კიშიდა და მისი მინისტრთა კაბინეტი დღეს დილით გადადგა.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი