შემოწირულობები "ოცნებას" - კერძო კომპანიები თანამშრომლებს მმართველი პარტიის მხარდაჭერას აიძულებენ

გამოქვეყნდა:

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მმართველი პარტიის შემომწირველების შესახებ ახალ ფაქტებს ასაჯაროებს.

პლატფორმის ჩატარებული კვლევით ირკვევა რომ ბიზნეს- კომპანიები, რომლებიც სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ აკეთებენ შემოწირულობებს, თანამშრომლებს აიძულებენ და ავალდებულებენ მხარი დაუჭირონ „ქართულ ოცნებას“.

კერძო სექტორი, რომელიც  მჭიდროდაა დაკავშირებული მმართველ პარტიასთან, იღებს მათგან კონკრეტულ ბენეფიტებს, თავად კომპანიის სახელით არ აკეთებს შემოწირულობებს და ძირითადად შემომწირველები არიან მენეჯმენტი და კომპანიაში დასაქმებული ადამიანები - ამბობს ვასილ ურუშაძე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის დამფუძნებელი.

ურუშაძე ინფორმაციას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტსაც უგზავნის; სამოქალაქო პლატფორმა მოუწოდებს აუდიტის სამსახურს დეტალურად შეისწავლოს ქართული ოცნების შემომწირველი კომპანიების საქმიანობა, ტენდერები და სახელმწიფოსთან გაფორმებული კონტრაქტების კანონიერება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი