"ქართველებმა იციან, რომ თავის დახრას არ მოაქვს მშვიდობა... მე ჩვენი საზოგადოების იმედი მაქვს, რომელმაც კარგად იცის, სად არის ქვეყნის მომავალი" | ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

"ქართველებმა იციან, რომ თავის დახრას არ მოაქვს მშვიდობა... მე ჩვენი საზოგადოების იმედი მაქვს, რომელმაც კარგად იცის, სად არის ქვეყნის მომავალი", - ასე პასუხობს საქართველოს სალომე პრეზიდენტი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში მიმდინარე პანელზე დასმულ შეკითხვას, "რას ეტყვის იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ნახეს, რა მოხდა უკრაინაში და ახლა თვლიან, რომ სჯობს ქვეყანამ თავი დახაროს და უფლება მისცეს ვლადიმირ პუტინს, რომ გაავრცელოს თავისი გავლენა? ასეთები ბევრნი არიან".

"არა, ასეთები ბევრნი არ არიან. ქართველებს ბევრი ცუდი გამოცდილება ჰქონდათ რუსეთთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2014 და 2008 წლამდეც. ეს მოხდა 1921 წელს, შემდეგ 1991 წელსაც. ამიტომ, ქართველებმა იციან, რომ თავის დახრას არ მოაქვს მშვიდობა და არც რაიმე სახის ურთიერთობების დალაგება რუსეთთან. ამჟამინდელი მთავრობა ცდილობს, რომ სხვა ნარატივი შემოიტანოს და არის ხალხი, ვინც ამას მხარს უჭერს. ეს ის ადამიანები არიან, ვინც მთავრობასთან ახლოსაა პრივილეგიების გამო, კორუფციის გამო და იმის გამო, რომ მთავრობას მათზე კომპრომატები აქვთ. ჩვენ ახლა ვართ სიტუაციაში, როდესაც ვხედავთ რუსული სტილის ქმედებებს და რუსული კანონიც ამის ნაწილია. მთავრობა ვეღარ ახერხებს მხარდაჭერის მოპოვებას, ამიტომ ზეწოლისა და შევიწროების მეთოდებს იყენებს, რათა საზოგადოება დაიმორჩილოს. თუმცა, მე ჩვენი საზოგადოების იმედი მაქვს, რომელმაც კარგად იცის, სად არის ქვეყნის მომავალი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი