ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, ამ დროისთვის ირანიდან ისრაელის მიმართულებით დამატებითი იერიშის საფრთხე არ არსებობს.
„ჩვენ დავიცავთ ისრაელის მოქალაქეებს. ამ სარაკეტო თავდასხმას შედეგები მოჰყვება. ჩვენ გვაქვს გეგმები და ვიმოქმედებთ იმ დროსა და ადგილას, რომელსაც ჩვენ ავირჩევთ“, - აღნიშნა "ცაჰალის" სპიკერმა.
მანამდე ისრაელის თავდაცვით ძალებში განაცხადეს, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ, დატოვონ თავშესაფრები