TI-ის წინააღმდეგ დაწყებული რეპრესიები შეჩერებულია | "ოცნების" შეცვლილ გადაწყვეტილებაზე რაჟდენ კუპრაშვილი ამ დრომდე დუმს

გამოქვეყნდა:

ღია და უმძიმესი სიგნალი სტრასბურგიდან, რომელიც "ქართულ ოცნებას" იძულებულს ხდის, გადაწყვეტილება შეცვალოს. პრემიერმინისტრმა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წინააღმდეგ დაწყებული რეპრესიები შეაჩერა. ივანიშვილის მთავრობის მეთაურმა ხელისუფლების გეგმაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც ევროსაბჭომ, სადამკვირვებლო მისიების დევნის გამო, არ გამორიცხა, რომ საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დადგეს. პრემერის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა თავად იმ ორგანიზაციებისთვის, რომელთა გასანეიტრალებლადაც ხელისუფლებამ ჯერ რუსული კანონი აამოქმედა, შემდეგ საქმეში ანტიკორიფციული ბიურო ჩართო. პრემიერის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რაჟდენ კუპრაშვილი ამ დრომდე დუმს. საკუთარ პოზიციას ის უკვე ხვალ დილით ჩანიშნულ ბრიფინგზე დააფიქსირებს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი