ივანიშვილის დავა შვეიცარიულ ბანკთან | აშშ-ის საელჩო "ქართულ ოცნებას" მორიგ ტყუილში ამხელს

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო "ქართულ ოცნებას" მორიგ ტყუილში ამხელს. გავრცელებულ განცხადებას საელჩომ რუკა დაურთო, სადაც მონიშნა, სად არის სინგაპური და სად ბერმუდა; დაწერა, რომ ბიძინა ივანიშვილმაც იცის, Credit Suisse-თან დაკავშირებული ფული სწორედ ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა ამერიკის. აქვე დასვა კითხვა, რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს.

ამით საელჩომ ბრალდებებსა და დეზინფრომაციას უპასუხა, რომელიც ივანიშვილისა და მისი პარტიის წევრებისგან უკვე 2 წელზე მეტია ისმის, რომ თითქოს ოლიგარქისთვის მილიარდების გაყინვა გლობალურ პოლიტიკურ  პროცესებს უკავშირდება. 

სტრატეგიული პარტნიორის საპასუხოდ ივანიშვილმა ტრადიციული მეთოდი აირჩია და წერილი დაწერა. განცხადებაში თავს იმართლებს და ამტკიცებს, რომ შვეიცარიულ ბანკ "კრედიტ სუისთან" მილიარდების დავაზე არასდროს დაუდანაშაულებია არც ამერიკის შეერთებული შტატები და არც ევროკავშირი. მეტი დამაჯერებლობისთვის კონსპირაციის თეორია მოიშველია და მისთვის მილიარდების გაყინვა - მითიურ გლობალური ომის პარტიას დააბრალა. მისი ეს გზავნილი დღეს პრემიერმინისტრმა გაიმეორა. კობახიძე სტრატეგიულ პარტნიორებს თავს დაესხა და  თქვა რომ ამერიკის საელჩომ სიცრუე გაავრცელა.

საელჩომ კი თავისი განცახდებით გასაგებად თქვა, რომ ივანიშვილსა და შვეიცარიულ ბანკს შორის შორის მილიარდებზე მიმდინარე დავასთან არანაირი შემხებლობა ამერიკის შეერთებული შტატებს არ აქვს და არც არასდროს ჰქონია. და რომ ეს საქმე ივანიშვილის პირადი დავაა და მის განზოგადება სახელწმიფოებრივ დონეზე დაუშვებელია. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი