“ვისოლ ჯგუფში” შემავალ “ალმა +”-თან რამდენიმე კვირის წინ გავაფორმეთ საარჩევნო ბანერების განთავსების ხელშეკრულება. ჩვენი მხრიდან, კონტრაქტის ყველა პირობა შესრულდა | "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა"

გამოქვეყნდა:

 “ვისოლ ჯგუფში” შემავალ “ალმა +”-თან, რომელიც გარე რეკლამის ბაზრის მონოპოლისტია, რამდენიმე კვირის წინ გავაფორმეთ საარჩევნო ბანერების განთავსების ხელშეკრულება. ჩვენი მხრიდან, კონტრაქტის ყველა პირობა, მათ შორის, ფინანსური ნაწილი შესრულდა სრულყოფილად -  აცხადებს "ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით.

როგორც კოალიციაში დღეს განაცხადეს კომპანია "ალმამ" მათ ბანერების გაკვრაზე, სადაც წერია "აირჩიე ერთიანობა მოიშორე ბიძინა" და "აირჩიე ერთიანობა მოიშორე ქ. ოცნება" წერია, უარი უთხრა და შინაარსის შეცვლა მოითხოვა: 

"დღეს მათგან მივიღეთ პასუხი, რომ არ განათავსებენ ბანერებს მასზე არსებული წარწერების გამო. ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა ჩვენი პარტიის მიმართ და ჩარევა როგორც ჩვენი, ასევე ქართველი ხალხის გზავნილში - მოიშორონ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება”.

შეგახსენებთ, რომ “ალმა+” არის კომპანია, რომელსაც პრობლემა არ ჰქონია, რუსი ოლიგარქის საამებლად, ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრაინის დაბომბილი ქალაქები და ტრაგედია დაეტანა თავისივე ბანერებზე და მწვანე შუქი აენთო ივანიშვილის ზნედაცემული კამპანიისთვის. ასევე, ეს არის კომპანია, რომლის დამფუძნებელი, სოსო ფხაკაძე, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა კრიტიკულ მომენტში იჭერდა “ქართული ოცნების” მხარეს, მათ შორის, რუსულ კანონთან დაკავშირებითაც. 

26 ოქტომბერს, ჩვენ უნდა ავირჩიოთ ევროპული მომავალი, რომელშიც, პოლიტიკური ნიშნით დევნასა და ბიზნესის სახელისუფლებო ინსტრუმენტად ქცევას ერთხელ და სამუდამოდ დაესმევა წერტილი." ნათქვამია განცხადებაში. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი