სალომე ზურაბიშვილის დასავლური ტურნე გრძელდება | პრეზიდენტის და ქვეყნის პარტნიორების გზავნილები ევროპიდან

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ევროპული ტურნე გრძელდება. დღეს ის საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც ელისეის სასახლეში ემანუელ მაკრონს შეხვდა. რაზე ისაუბრა ზურაბიშვილმა ფრანგ კოლეგასთან, ეს ჯერჯერობით უცნობია. შეხვედრის შემდეგ მხარეებს განცხადება არ გაუკეთებიათ. 

რატომ არის ევროპულ ტურნეში და რაზე ესაუბრება ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს, ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა Euronews-ის ფრანგულ რედაქციას ესაუბრა. პრეზიდნეტის ევროკავშირის ლიდერებს სთხოვს, რომ არჩევნების შემდგომ საქართველოს საკითხზე მყისიერად იმოქმედონ. თუ არჩევნებში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ, მაშინ ევროპამ პირობა უნდა მისცეს ქართველ ხალხს, რომ მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე დაუყონებლივ განახლდება. თან იმ წერტილიდან, რა წერტილშიც ოლიგარქის პარტიის ანტიდასავლური პოლიტიკის და საგარეო კურსის ცვლილების გამო გაიყინა. 

პრეზიდენტი კი თავის მხრივ სტრატეგიულ პარტნიორებს პირდება, რომ "ქართული ქარტიაში" გაწერილი ყველა პუნქტის შესრულება, არჩვენებიდან მეორე დღესვე დაიწყება. სალომე ზურაბიშვილის ეს გზავნილი ოპოზიციონერმა ლიდერებმა თბილისიდან შეაფასეს; ქარტიაზე ხელმომწმერი პარტიები დარწმუნებულები არიან რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები მეორე დღესვე განახლდება, მას შემდეგ, რაც ოლიგარქიული რეჟიმი დამარცხდება. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი