გზავნილი ბიძინა ივანიშვილისთვის | საბანკო ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვა და აშშ-ის საელჩოს განმარტება

გამოქვეყნდა:

"ქართულ ოცნებაში" დაბნეულობაა. პარტიის წევრებმა არ იციან, რით ახსნან ის ქაოსი, რომელმაც მმართველ გუნდში 3 დღეა დაისადგურა. "მთავარის" ინფორმაციით კი, ამის მიზეზი დასავლეთიდან ივანიშვილის სახელზე მისული შეტყობინებაა, რომელშიც მას მოსალოდნელი საფინანსო სანქციების შესახებ პირადად აფრთხილებენ. ამ შეტყობინებამ მმართველ გუნდს მოსვენება დააკარგვინა.

ირკვევა, რომ სანქციების მოლოდინში შესაძლოა არა მხოლოდ ოლიგარქი, არამედ მისი ოჯახის წევრებიც არიან. გადაცემა "დროების" ინფორმაციით, ივანიშვილის საზღვარგარეთ მყოფ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ. მათი ცნობით, გვანცა, ბერა და უტა ივანიშვილებს ანგარიშების ნაწილზე წვდომა საერთოდ შეუჩერეს, ზოგ შემთხვევაში კი შეზღუდული საფინანსო რესურსით ოპერირების რეჟიმში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ივანიშვილის შვილები სახაზინო დეპარტამენტის მიერ ჯერ სანქცირებული არ არიან და გადაწყვეტილება მათვის მომსახურების შეჩერებაზე საერთაშორისო კომერციული ბანკების ნაწილმა ინდივიდუალურად მიიღო.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი