„2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება“ | მოსკოვი ისევ ჟენევის დისკუსიების სხვა ადგილას გადატანაზე ალაპარაკდა

გამოქვეყნდა:

„2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება“ - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან, ახსარ ჯიოევთან შეხვედრისას. 

„ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მეგობრების დახმარებას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სოციალურ-ეკონომიკური სფეროსა და სხვა სფეროების განვითარებაში, სახელმწიფოს გაძლიერებაში, როგორც ეს გათვალისწინებულია ორმხრივი შეთანხმებებით. ჩვენთვის წინსვლის ერთადერთი გზა არის წინ - 2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება“, - განაცხადა ლავროვმა.

ლავროვი მარიონეტ ჯიოევთან შეხვედრისას ასევე შეეხო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ დისკუსიების ჟენევიდან სხვა ქალაქში გადატანის თემას.

„ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ ჩვენს აფხაზ მეგობრებთან ერთად ამიერკავკასიაზე კონსულტაციების ფარგლებში, რომელიც ბოლო დრომდე ტარდებოდა ჟენევაში. ახლა ჩვენ ვნახავთ, სად არის უფრო მოსახერხებელი ამ სახის შეხვედრის ორგანიზება“, - თქვა მან.

ლავროვი დღეს მეორე მარიონეტს-  ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი შამბასაც შეხვდება.

ჟენევის დისკუსიების სხვა ქალაქში გადატანის შესახებ ინიციატივებს მოსკოვი და მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი რამდენიმე თვეა აჟღერებენ. ვარიანტებად დასახელებული იყო მინსკი და ბაქო

აღნიშნულთან დაკავშირებით თებერვალში განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და აღნიშნა, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი მნიშვნელოვან პლატფორმაა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი