ემზადება თუ არა "ოცნება" დროებით ოკუპირებული რეგიონების აღიარებისთვის | ლავროვის შეხვედრები მოსკოვში და კრემლის უცვლელი გადაწყვეტილება

გამოქვეყნდა:

კრემლმა "ქართულ ოცნებას" უღალატა. როგორც მოსალოდნელი იყო, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ საქართველოს მმართველი პარტიის კამპანიას წერტილი მოსკოვში გაკეთებული ერთადერთი განცხადებით საბოლოოდ დაესვა. რუსეთის პირველმა დიპლომატმა ყველას მკაფიოდ აჩვენა, ვინ არის მთავარი დაბრკოლება ამ საქმეში და ვინ არიან მისი მთავარი მოკავშირეები. ლავროვის განცხადებას, რომ რუსეთი არ გადახედავს რეგიონების აღიარების გადაწყვეტილებას, "ქართულ ოცნებაში" ჯერ არავინ გამოხმაურებია. არადა მმართველ პარტიაში სულ რამდენიმე დღის წინ დაიჯერეს და მოიწონეს რუსეთის საგარეო მინისტრის მოწოდება ქართულ-აფხაზურ-ოსური თანამშრომლობის შესახებ.

სერგეი ლავროვის განცხადებამ, "ქართული ოცნების" პროპაგანდას ბოლო მოუღო. წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტია ცდილობს, მოსახლეობა დააჯეროს, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან მოლაპარაკებებისა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების რესურსი აქვთ. თუმცა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, რომელიც დროებით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა, თქვა, რომ მოსკოვი პოზიციას არ ცვლის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი