"გადადგეს ცესკო-ს თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრი" | ემიგრანტები აქციებისთვის ემზადებიან

გამოქვეყნდა:

საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები მასშტაბური პროტესტისთვის ემზადებიან. დღეს, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ესპანეთში ემიგრანტები აქციაზე დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას მოითხოვენ, იმისთვის, რომ დაუბრკოლებლად, რამდენიმე საათი გზაში ყოფნის გარეშე, შეძლონ კონსტიტუციური უფლების გამოყენება და არჩევნებში თავიანთი ხმა დააფიქსირონ.

ემიგრანტები საარჩევნო უბნების გახსნასთან ერთად საგარეო საქმეთა მინისტრისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომასაც მოითხოვენ. მათი თქმით უკვე ყველანაირი სამართლებრივი გზა გამოიყენეს, სასამართლოსაც კი მიმართეს, თუმცა არცერთი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ემიგრანტების თქმით, ქვეყნის ბიუჯეტის დიდი ნაწილი სწორედ მათზე დგას და მათ არ უნდა წაერთვათ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან არჩევნებში მონაწილეობის უფლება. 

"ვიკრიბებით ქალაქ არნედოში, რომელიც მდებარეობს ესპანეთში, აქ ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს, მოთხოვნით, რომ გადადგეს ცესკო-ს თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრი, ვინაიდან მათ კანონი დაარღვიეს და ემიგრანტებს კანონიერად კუთვნილი საარჩევნო უბნების გახსნაზე გვითხრეს უარი. ცხვრებივით ექცევიან ადამიანებს, მოქალაქეებს და ალბათ შიში აქვთ უკვე, ასევე, რომ ადამიანებს გვინდა ცვლილება, მაგრამ ეს არის ფუნდამენტალური ცვლილება, ეს არ არის რაღაც პარტიული შეჯიბრი, ეს არის გეოპოლიტიკური არჩევანის გაკეთება," - ამბობ ემიგრანტი, ნათია ბასიაშვილი.

ემიგრანტების ხმების დასაცავად აქცია  დღეს, 17:00 საათზე, თბილისში, კანცელარიის შენობასთანაც იმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი