"ამ არჩევნებს არ მოგაპარინებთ, ემიგრაციამ გამოიღვიძა და გადამწყვეტ როლს ვითამაშებთ" | ემიგრანტები არჩევანის უფლებისთვის ბრძოლას განაგრძობენ

გამოქვეყნდა:

ემიგრანტები საკუთარი კონსტიტუციური უფლებისთვის ბრძოლას განაგრძობენ. უცხოეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში აქციები გამართეს. ემიგრანტების განცხადებით, ქართული ოცნების ხელისუფლება, სიღარიბის გამო ქვეყნიდან გაქცეულ ქართველებს მიზანმიმართულად არ აძლევს არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას.

დღეს ემიგრანტებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ბოლო დღე აქვთ, მათ ადგილობრივი დროით 18:00 საათამდე ექნებათ აღრიცხვაზე დადგომის საშუალება.  ხვალ უკვე გამოქვეყნდება ამომრჩეველთა საერთო სიები უცხოეთში მყოფი მოქალაქეებისთვის.

ემიგრანტების ნაწილი საუბრობს იმაზე, რომ აღრიცხვაზე დადგომის მიუხედავად, მათ სიებში საკუთარი თავი ვერ აღმოაჩინეს.

უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას აქტიურად გეგმავენ.

"ძალიან ბევრი იქურდა "ქართულმა ოცნებამ", მაგრამ ეს არჩევნები გადასცდება და დაახრჩობს, იმიტომ რომ არ გადაგეტევათ ყელში. ამ არჩევნებს არ მოგაპარინებთ. ემიგრაციამ გამოიღვიძა, ვართ ერთად, ჩვენ ქართველ ერთან ერთად გადამწყვეტ როლს ვითამაშებთ ამ არჩევნებში. არც ქურდობა გამოგივათ და არც საარჩევნო უბნების არ გახსნა." 

"დიდს არაფერს ვითხოვთ, ვითხოვთ პატიოსან, თავისუფალ არჩევნებს, იმისთვის რომ მომავალ თაობას ჰქონდეს მომავალი, თავისუფალი ცხოვრება. ვალდებული არიან ჩვენი ხმა არ მოგვპარონ."

"ჩათვალეთ, გართმევენ ქართველობას, სისხლით, გულით, სულით, საბუთით ვარ ქართველი, საქართველოში ვიქნები თუ ბელგიაში რა მნიშვნელობა აქვს, მე ვალი მაქვს ჩემი ქვეყნის, რომ მივცე ხმა მომავალს, შვილებს, შვილიშვილებს, ამის უფლების წართმევა არის დანაშაული".

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი