"არანაირი გვარების განხილვა, კულუარული მსჯელობა არ ყოფილა, პრინციპებზე ვთანხმდებით" - განაცხადა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პრეზიდენტთან დასრულებული კონსულტაციების შემდეგ და აღნიშნა, რომ პრეზიდენტთან ამ საკითხებზე სრული თანხვედრა აქვთ:
ეს იყო ძალიან დროული, საჭირო შეხვედრა და კმაყოფილ ვარ იმითი, რომ არის სრული ურთიერთგაგება თუ ვის რა პასუხისმგებლობა გვაქვს ამ კრიტიკულ კვირებში. ჩვენ ვსაუბრობთ როგორ განხორციელდეს ცვლილება, რომელიც გარდაუვალია. როგორ განხორციელდეს ისე ,რომ მოქალაქეები იყვნენ მშვიდად. ეს იყოს სტაბილური, მშვიდი პროცესი ამ ცვლილების და ვილაპარაკეთ ძირითად პრინციპებზე. ვილაპარაკეთ ასევე კონკრეტულ ინიციატივაზე საარჩევნო ჯგუფის შექმნის, რომ იყოს სრული კოორდინაცია არჩევნების დღეს და ასევე ეს გარდამავალი პერიოდი ცვლილების, როგორ უნდა მოხდეს... " განაცხადა ხოშტარიამ.
იხილეთ: