ივანიშვილი ოცნების კამპანიაში - გადამწყვეტი არჩევნების წინ ისევ ბილბორდებზე

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" კამპანიაში ისევ გამოჩნდა. ამჯერად გადამწყვეტი არჩევნების კამპანიაში, თუმცა ისევ ბილბორდებზე ფოტოსურათით და არა ხალხთან პირისპირ. ივანიშვილის მწვავე ოპონენტი შალვა ნათელაშვილი ფიქრობს, რომ ეს სვლა ისევ ოლიგაქის  მოფიქრებული ტრიუკია. მიზანი კი ხალხის მორიგ ჯერზე მოტყუებაა. ლეიბორისტების ლიდერი დარწმუნებულია რომ ამომრჩეველი აღარ მოტყუვდება და არაერთი დამცირებისთვის ივანიშვილს საკადრის პასუხს გასცემს. 

ოპოზიცია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ბილბორდებზე მაშველ რგოლად გამოჩენა შემთხვევითი სულაც არ არის. ოცნების ამ პიარულმა სვლამ ხელისუფლების ოპონენტებს 2018 წლის ბოლოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური და ივანიშვილის ბანერები გაახსენა, სადაც ოცნების ლიდერი ამომრჩეველს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას სთხოვდა. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ წაგების ახლა ყველაზე მეტად ბიძინა ივანიშვილის ეშინია და ისევ საკუთარი  ფინანსური რესურსის იმედი აქვს.

ის რომ მმართველი პარტია გათვლას პარტიის ლიდერზე აკეთებს და არჩევნების მოგებას ისევ ბიძინა ივანიშვილით აპირებს, ამას პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას წინასაარჩევნო გზავნილიც ადასტურებს. ამომრჩეველს პრემიერმა ბიძინა ივანიშვილის მშობლიური საჩხერიდან უთხრა, რომ სწორედ საჩხერისნაირი საქართველო არის ქვეყნის განვითარების მოდელი. ქვეყნის განვითარების მოდელად საჩხერის მაგალითის აღება ოპოზიციისთვის ყველაზე საგანგაშო სიგნალია, იმ წინასაარჩევნო გზავნილებიდან, რომელიც ბიძინა უვანიშვილის თანაგუნდელებს აქამდე ჰქონიათ.  

წინასაარჩევნო კამპანიაში ფიზიკურად ბიძინა ივანიშვილი ჯერ მხოლოდ ორჯერ გამოჩნდა. კოჯორში  - მაჟორიტარების და მთაწმინდაზე  - ოცნების სიის ოცეულის წარდგენის დროს. უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომების დაცვით ოცნების ლიდერმა ორივეჯერ ამომრჩეველს მხოლოდ  ტრიბუნიდან მიმართა და მედიის კითხვებისთვის არ უპასუხია. ოცნებაში კი არ მალავენ რომ მესამედ ხელისუფლბაში მოსვლა სწორედ ბიძინა ივანიშვილის გავლენით სურთ.

და მაინც როდესაც 8 წელია ხელისუფლებაში ხარ და ამომრჩეველს მესამედაც მხარდაჭერას სთხოვ, თან ისე რომ კოალიციური მთავრობის შექმნა არ გინდა და ისევ საკუთარი უმრავლესობა გსურს, რატომ უნდა ასახელებდე საჩხერეს ქვეყნის განვითარების მოდელად?!

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი