კობახიძემ "ოცნების" პროგრამა წარადგინა | ღონისძიებას ოლიგარქი ივანიშვილი და ღარიბაშვილი არ ესწრებოდნენ

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" პროგრამა წარადგინა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას არ ესწრებოდნენ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და ყოფილი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. პარტიულ ღონისძიებაზე "ოცნების" ლიდერებმა ისაუბრეს ყველაფერზე, ანტიდასავლური პოლიტიკის ცვლილების გარდა.

პარალელურად, ევროპელი პოლიტიკოსები ხვალ გეგმავენ განიხილონ დოკუმენტი, სადაც პირდაპირ წერია, რომ საქართველოს ხელისუფლების კურსი ქვეყნის ევროინტეგრაციას ფაქტობრივად აჩერებს. ევროპულ საბჭოში მზად არის ოფიციალური განცხადება, რომელშიც უმკაცრესად არის გაკრიტიკებული "ქართული ოცნება" და მისი პოლიტიკა. სამუშაო განხილვის შემდეგ ეს განცხადება ევროკავშირის უმაღლეს ორგანოს და ქვეყნების მეთაურებს გადაეცემა, რომლებიც ათ დღეში საგანგებო სამიტზე შეიკრიბებიან.

ამ გზავნილით ევროკავშირი კიდევ ერთხელ და საგანგებოდ აფრთხილებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაერთიანების კარი დაიხურება, თუ პოლიტიკა არ შეიცვალა. მთავარი, რასაც დასავლელი პარტნიორები მოითხოვენ სამართლიანი არჩევნები და რეფორმების გატარებაა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი