ემიგრანტები ხმის მიცემის უფლებისთვის ბრძოლას ხვალ ბრიუსელში, ევროპარლამენტის წინ გააგრძელებენ, სადაც საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეებზე გაიმართება სესია. 

მათი თქმით, "ქართულ ოცნებას" ემიგრანტების ეშინია, რადგან "ოცნებაში" ზუსტად იციან, რომ არჩევნებს საზღვარგარეთ ვერ მოიგებენ. ბრძოლა კი თითოეული ხმის დასაცავად გრძელდება.

ემიგრანტები საბოლოოდ მხოლოდ ხვალ გაარკვევენ, ვინ არის სიაში, მაშინ როცა საბოლოო ამომრჩეველთა ერთიანი სია გამოქვეყნდება. ემიგრანტებისთვის დღეს ადგილობრივი დროით 6 საათამდე კიდევ აქვთ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის უფლება. ემიგრანტები აღნიშნავენ რომ, ოფიციალურად გამოცხადებული 200 000-ზე ემიგრანტზე ბევრად მეტია საზღვარგარეთ. 

მთავარ მოთხოვნას, ემიგრანტებმა კიდევ ერთი მიამატეს. ისინი საგარეო საქმეთა მინისტრისა და ცესკოს ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვენ. მათი მტკიცებით, სწორედ ეს უწებები ასრულებენ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას. ემიგრანტებს უქმნიან ბარიერებს და არ ხსნიან კანონის შესაბამისად საარჩევნო უბვნებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი