"ძალიან მნიშვნელოვანია, დროულად მოხდეს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება... პრემიერის კანდიდატურაზე კონკრეტულ სახელსა და გვარზე საუბარი არ ყოფილა" | თინა ბოკუჩავა პრეზიდენტთან შეხვედრაზე

გამოქვეყნდა:

"ძალიან მნიშვნელოვანია, დროულად მოხდეს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება... პრემიერის კანდატურაზე კონკრეტულ სახელსა და გვარზე საუბარი არ ყოფილა", - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის დატოვების შემდეგ ისაუბრა.

მისი თქმით, ოპოზიციური გაერთიანების ლიდერებმა პრეზიდენტთან გამოთქვეს ინიციატივაც, რომ პოლიტიკური ლიდერები ერთმანეთს შეხვდნენ და რიგ საკითხებთან დაკავშირებით ურტიერთშეთანხმება არსებობდეს. 

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის ამ შეხვედრაზე არის ის, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს ისევე მყარად სწამს, სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის გამარჯვების 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე, როგორც თითოეულ ჩვენგანს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. საქართველოს პრეზიდენტის მოლოდინია, რომ დიახ, ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ძალიან ხმამაღლა და მკაფიოდ იტყვის: კი ევროპას. ეს არის მთავარი, რაც ჩვენ უნდა მოვიპოვოთ 26 ოქტომბრის და ჩვენი ევროპული მომავლის დაბრუნება.

რაც შეეხება კოალიციური მთავრობის საკითხს, რაც ასევე მნიშვნელოვანი საკითხია იმიტომ რომ დაუშვებელია ამ ისტორიული არჩევნების შემდეგ კოალიციური მოლაპარაკებები გაიწელოს იმგვარად, რომ შეიქმნას რაიმე სახელისუფლებო ვაკუუმი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება და აქაც, მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მივესალმებით იმას, რომ მან უკვე წინმსწრები ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა დავიწყოთ აქტიურად ამ საკითხზე მსჯელობა. 

პრემიერმინისტრობის კანდიდატზე, კონკრეტულ სახელ და გვარზე, ისევე როგორც მე ეს აღვნიშნე პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრისას, როდესაც მხოლოდ მე შევხვდი სხვა წარმომადგენლების გარეშე, კონკრეტულ სახელ და გვარზე ამ ეტაპზე საუბარი ნამდვილად არ ყოფილა. პრეზიდენტს ასევე ძალიან კარგად ესმის და მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ ეს ურთიერთგაგება გვაქვს, რომ ახლა მთავარია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამარჯვების მოპოვება და ეს გამარჯვება უნდა მოიპოვონ პოლიტიკურმა პარტიებმა ქართველ ხალხთან ერთად, რისთვისაც აუცილებელია ძალიან აქტიური კამპანია.

[...]

არის საკითხები, რომლებზეც აპრიორი ვთანხმდებით, მე არ მინდა, რომ მოვლენებს გავუსწრო, ეს არის ის, რომ მომავალი მთავრობა იქნება კოალიციური, ის რომ პრეზიდენტის როლი ამ კოალიციურ მოლაპარაკებებში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და რომ ეს მოლაპარაკებები აუცილებლად წარმატებით უნდა დასრულდეს მოკლე დროში, თუმცა, ეს ასევე დამოკიდებულია არამხოლოდ "ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობაზე", არამედ სხვა პოლიტიკურ გუნდებზე, რადგან, მოგეხსენებათ, რომ ეს იქნება კოალიციური მთავრობა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი