რატომ არ მივიდა ოლიგარქი ივანიშვილი პარტიულ ღონისძიებაზე | "ოცნება" დუმს

გამოქვეყნდა:

რატომ არ მივიდა ოლიგარქი ივანიშვილი გუშინ, 7 ოქტომბერს, პარტიულ ღონისძიებაზე - კითხვას "ქართული ოცნების" წევრები უხერხული დუმილით ხვდებიან, პასუხი, რატომ არ მივიდა ოლიგარქი პარტიულ ღონისძიებაზე, არ აქვთ, ან არ ამბობენ.

ივანიშვილის მსგავსად პარტიის შეკრებაზე არ იყო არც ირაკლი ღარიბაშვილი. ისე ჩაიარა მთელმა შეხვედრამ, არც არავის გახსენებია, თუმცა ის ფაქტი, რომ ოლიგარქს სავარაუდოდ სოლიდარობა გამოუცხადა, მედიას არ გამოპარვია. როგორც დასტური იმისა, რაზეც დიდი ხანია საუბრობენ - "ოცნების" რიგებში დიდი არეულობაა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძეს თეთრი სახლის კარი მიუხურეს და წერილობით დააწიეს, ანტიდემოკრატიულ რეჟიმებთან არ ვთანამშრომლობთო.

ფაქტია, რომ "ქართული ოცნების" რიგებში რყევებია, ეს ეჭვი პირველად მაშინ გაჩნდა, როცა "ოცნების" ხელსუფლებაში ყოფნის 12 წლის ღონისძიება 1 ოქტობერს ჩაიშალა. მიზეზად კობახიძის ავადმყოფობა დაასახელეს, თუმცა, პრემიერი, მეორე დღეს ჟუნალისტებთან გამოჩნდა. მასშტაბური ღონისძიება კი ერთი კვირის დაგვიანებით, ძალიან მოკრძალებულად, პარტიის ოფისის ეზოში ჩატარდა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი