ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ხატია დეკანოიძის თქმით, გიორგი ვაშაძესთან უთანხმოების მიზეზი მისი პრემიერად დასახელება გახდა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა ეკა კვესიტაძის "ღამის მთავარში" ისაუბრა. აქვე დეკანოიძემ კითხვა დასვა, რატომაა ევროპული საქართველოსთვის მიხეილ სააკაშვილი პრობლემური კანდიდატურა.
"გიორგი ვაშაძე ჩვენი ერთობის წევრი იყო, ეს გაერთიანებული ოპოზიცია იყო, რომელიც კიდევ უფრო იზრდება, ჩვენ შორის უთანხმოება გამოიწვია იმან, რომ გიორგისთან ალიანსში მყოფმა ადამიანმა ჩვენთან შეუთანხმებლად დაასახელა იგი პრემიერობის კანდიდატად. მისი უფლებაა, მაგრამ როდესაც პოლიტიკურ პარტნიორებთან შეუთანხმებლად ამას აკეთებ, თანმიმდევრული არ იქნები. ეს იყო უთანხმოების ძირითადი ნაწილი, შესაბამისად გიორგიმ დატოვა ჩვენი ერთობა და გავიდა. ამიტომ, იმ შემთხვევაში თუ შეიძლება, ერთი პარტიის მიერ პრემიერობის კანდიდატის დასახელება, მაშინ რატომ არ ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას, რომ 100-ჯერ უფრო ძლიერი ლიდერი დაესახელებინა?! - იკითხა ხატია დეკანოიძემ.
ევროპული საქართველოს წევრის, სერგი კაპანაძის რეპლიკა ენმ-ის წევრის კომენტარზე იყო, რომ "კანდიდატურა არაფერ შუაშია".
მოგვიანებით კი კაპანაძემ თქვა :
"ახლა მხოლოდ 1 რამეზე ვსაუბრობთ, რომ 1 ადამიანს უნდა პრემიერობა, მარტო ეგ აღელვებს, მარტო ძალაუფლების ხელში ჩაგდება უნდა, მთელი ეს დისკუსიაა იმაზე - ამ ადამინმა ეს როგორ "გაისწოროს".
ხატია დეკანოიძის პასუხად კი სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თქვა :- "აფსურდში გადავედით".