"კოალიცია ცვლილებისთვის" ქუთაისში დღეს საარჩევნო შეხვედრას გამართავს

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" დღეს საარჩევნო შეხვედრას ქუთაისში გამართავს. დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამ წუთებში მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. 
 
ქუთაისში დღეს კოალიციის 4 000-მდე მხარდამჭერს ელოდებიან. 

"მასშტაბური ყრილობა ჩატარდება ამჯერად უკვე ქუთაისში. ხედავთ, რომ ვართ მზადების პროცესში. 4 000-მდე ადამიანი იქნება ქუთაისის ყრილობაზე. ქუთაისი ძალიან საინტერესო ქალაქია, ამავე დროს ძალიან პრიორიტეტული. გეოგრაფიულად საქართველოს ცენტრია, ყველაზე დიდი ხანი იყო გაერთიანებული საქართველოს დედაქალაქი, ჩემთვის ამ ქალაქს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მივმართავ ქუთაისელებს, მოდით და დაესწარით ჩვენს ყრილობას”, – აცხადებს კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი