"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერები ქუთაისის მოსახლეობას შეხვდნენ - ქუთაისის ცენტრში შეკრებილ ამომრჩეველს კოალიციის ლიდერებმა მიმართეს და 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათივე თქმით, საქართველოს მომავალი ევროპაშია!

"არამხოლოდ გვწამს და გვჯერა ცვლილების, არამედ ერთად ვმოქმედებთ ცვლილებისთვის და ამიტომაც შეიქმნა "კოალიცია ცვლილებისთვის". საქართველოს უწერია ბევრად უკეთესი მომავალი!.. 26 ოქტომბერს მთელი საქართველო მივდივართ არჩევნებზე, სადაც ცვლილებები უნდა მოვუტანოთ ჩვენს მომავალს, ჩვენს შვილებს და ჩვენს მშობლებს", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას მიმართვა სრულად:

ნიკა გვარამიას განცხადებით: "ჩვენ გვინდა ევროპაში, ამიტომ, როცა ჩვენს გზას ვიღაცა ეღობება, უნდა ვთქვათ ღიად: ვინც ჩვენ გაგვწევს, ჩვენ გავწევთ იმას. ბიძინა ივანიშვილი გარეთ, ევროპა შიგნით".

ნიკა გვარამიას მიმართვა სრულად:

დღეს, შეკრებილებს მიმართა ნიკა გვარამიას ცოლმა, სოფო ლილუაშვილმაც: "ჩვენი შვილები აუცილებლად მოესწრებიან დღეს, როდესაც ქუთაისი გახდება ევროკავშირის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი... ძალიან გთხოვთ, წავიდეთ არჩევნებზე და დავიჯეროთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ცვლილება".

სოფო ლილუაშვილის მიმართვა სრულად:

ცოტნე კობერიძის თქმით: "თავისუფლების მადიდებლები ბიძინას მადიდებლებს მოვუგებთ!.. რამდენიმე კვირაში, ამ ქვეყანას ავუსრულებთ იმ მიზანს, რისთვისაც ადამიანებმა სისხლი დაღვარეს!"

ცოტნე კობერიძის მიმართვა სრულად:

"ეს რწმენის, იმედის და მომავლის არჩევნებია... შიში გადატყდა მთელ საქართველოში, არავის ივანიშვილის არ ეშინია", - ასე მიმართა ქუთაისში შეკრებილებს გიგა ლემონჯავამ.

გიგა ლემონჯავას მიმართვა სრულად:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი