ბათუმში ტყვიაგაუმტარი აკვარიუმის მონტაჟი დაიწყეს | ზღვისპირა ქალაქში დღეს ოლიგარქი ჩადის

გამოქვეყნდა:

ბათუმში ტყვიაგაუმტარი აკვარიუმის მონტაჟი უკვე დაიწყეს - დღეს საღამოს ზღვისპირა პარკში, საზაფხულო თეატრში ოლიგარქს ელოდებიან. მიმდებარე ტერიტორია მთლიანად გადაკეტილია, გაიყვანეს ადგილობრივების მანქანები, ტერიტორიას კი კინოლოგები ამოწმებენ.

საარჩევნო შეხვედრაზე "ოცნებას" სავარაუდოდ ისევ მიჰყავს პარტაქტივი და საჯარო მოხელეები, რომლებსაც უფასოდ მოემსახურებიან სამარშრუტო მიკროავტობუსები.

შეკრება საღამოს 6 საათიდან დაიწყება.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი