გიორგი გახარიას განცხადებით, კომუნიკაციების კომისია მის პარტიას უფასო რეკლამაზე წვდომას უზღუდავს

გამოქვეყნდა:

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია მის პარტიას უფასო სატელევიზიო რეკლამაზე წვდომას უზღუდავს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურს მიმართა, რომ მსგავსი უკანონობისთვის სამომავლოდ პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზირებული.

საზმაუმ მოგვანიჭა კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი, რაც ნიშნავს იმას, რომ გვქონდეს წვდომა უფასო რეკლამაზე. პროცესში მაშინვე ჩაერთო მარეგულირებელი და ცდილობს, რომ ჯარიმის მუქარით აკრძალონ ჩვენი უფასო რეკლამა ტელესივრცეში.

მე მინდა მივმართო კახა ბექაურს. კარგად მესმის რომ მონური დამოკიდებულება არის ძალიან მარტივი და სწრაფი  გზა გამდიდრებისკენ, მაგრამ კომუნიკაციების კომისია არის დამოუკიდებელი უწყება, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში და აკეთებდეს ყველაფერს ინფორმირებული არჩევანისთვის.

მინდა მე, გიორგი გახარიამ, გავაფრთხილო, რომ პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზირებული, ამას ვერ გაექცევა ვერავინ და ვერავისთვის იქნება უკანა გასასვლელი კარი ღია. მინდა მივმართო პარტიულ მედიებს იმედს და რ2-ს, თქვენ თუ მართლა გაქვთ სურვილი რომ არ დაუშვათ ნაციონალების რევანში, შეხედეთ ამ უსუსურ ოცნებას, რომელსაც არაფრის თავი აღარ აქვს, თვითგადარჩენაზე, გუნდურობაზეც აღარ არიან, ერთმანეთს ებრძვიან, მოგვეხმარეთ, გაგვიხსენით ეთერები და გაუშვით ჩვენი რეკლამა ეთერებში," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას თქმით, სიცრუეა "ქართული ოცნების" განცხადებები, თითქოს  წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ ატმოსფეროში მიმდინარეობს. როგორც გახარიამ აღნიშნა, არაერთი ფაქტი ფიქსირდება აქტივისტებზე ზეწოლის და თავდასხმის.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი