ვითხოვთ, არ წაერთვათ ხმის მიცემის უფლება ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს!, - ამ სახელწოდებით პეტიცია მოქალაქეებმა შექმნეს. პეტიციას ხელს საქართველოს მოქალაქეები აწერენ, რომელთა უმრავლესობაც ისრაელში ცხოვრობს. ისინი საქართველოს ხელისუფლებას და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სთხოვენ, არჩენებში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდეთ.
საგარეო საქმეთა სამინიტრომ ცესკოს მიმართა წერილობითი მოთხოვნით “ისრეალში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, განიხილონ ისრაელის სახელმწიფოში უბნის გახსნის მიზანშეწონილობის საკითხი”.
ვინც ისრაელში ცხოვრობს, იცის, რომ არანაირი შეზღუდვა და საშიშროება არ არსებობს მათთვის, ვისაც საარჩევნო უბანზე მისვლა და ხმის მიცემა სურს. ისრელის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ამჟამინდელი ინსტრუქციები ამას ადასტრუებს. ქვეყნის ცენტრში, სადაც საქართველოს საელჩო მდებარეობს არ მოქმედებს არავითარი შეზღუდვა, 2000-მდე ადამიანს აქვს თავისუფლად შეკრების უფლება, საგანმანათლებლო და გასართობი დაწესებულებები ჩვეულებრივ მუშაობს.
ვითხოვთ უმიზეზოდ და უსამართლოდ არ წაერთვას საქართვლოს ათასობით მოქალაქეს ხმის მიცემის შესაძლებლობა, - წერენ პეტიციის ავტორები.