"აფხაზებსაც უნდა მოვუხადოთ ბოდიში და ოსებსაც..." | აჭარის უმაღლესი საბჭოს "ოცნების" დეპუტატის ანტისახელმწიფოებრივი, რუსული განცხადება

გამოქვეყნდა:

"აფხაზებსაც უნდა მოვუხადოთ ბოდიში და ოსებსაც... მასეთ კითხვებს რომ სვამთ, თქვენ ხართ სეპარატისტი", - ამ ანტისახელმწიფოებრივი, რუსული განცხადებით პასუხობს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" ჟურნალისტის შეკითხვას, აპირებს თუ არა ოსებისთვის ბოდიშის მოხდას. მის კომენტარს "ბათუმელები" ავრცელებს. 

"აფხაზებსაც უნდა მოვუხადოთ ბოდიში და ოსებსაც უნდა მოვუხადოთ ბოდიში, იმას ვისაც იარაღი არ ეკავა, შერიგება სხვანაირად ვერ მოხდება... [ისტორიკოსი] არ ვარ, მაგრამ ისტორია ძალიან კარგად ვიცი... შერიგება როგორ ხდება თქვენი აზრით? რა თქმა უნდა მოსახდელი გვაქვს ერთმანეთისთვის ბოდიში... მასეთ კითხვებს რომ სვამთ, თქვენ ხართ სეპარატისტი. მასეთ შეკთხვას რომ სვამთ, თქვენ ხართ ზუსტად სეპარატისტი და ამ ქვეყნის მტერი", - ამბობს ბაციკაძე.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი