მიღებული განახლებული მონაცემებით, ამ დროისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს 95 834-ს, - ამის შესახებ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
საარჩევნო ადმინისტრაციაში, ხვალინდელ სხდომაზე, დამატებით 30 326 ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის უზრუნველყოფის მიზნით დამატებით 7 უბნის გახსნის საკითხი განიხილება.
ცესკოში ამბობენ, რომ მონაცემები არ არის საბოლოო და ინფორმაციის დაზუსტება შესაბამისს უწყებებთან ჯერ კიდევ მიმდინარეობს.