ფიქრობთ თუ არა, რომ დროა "ქართული ოცნება" შეიცვალოს? | ბრიტანული კომპანია SAVANTA-ს საზოგადოებრივი გამოკითხვა

გამოქვეყნდა:

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა  ბრიტანულმა  კომპანია SAVANTA-მ  ტელეკომპანია "მთავარი არხისთვის"  "მედიის თავისუფლების ფონდის" დაკვეთით საზოგადოებრივი გამოკითხვა ჩაატარა. 

"სავანტა" არის გლობალური კომპანია, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით კვლევებს უკვეთავენ ისეთი ავტორიტეტული მედიები როგორიცაა CNN და BBC, ასევე ბრიტანეთის მთავრობა. 

კითხვაზე, ფიქრობთ თუ არა, რომ დროა "ქართული ოცნება" შეიცვალოს? პასუხები ასე გადანაწილდა:

  • დიახ, ცვლილების დროა- 53% 
  • გვჭირდება ცვლილება, მაგრამ უკეთესი ალტერნატივა არ არსებობს -28%
  • არა, მე მომწონს ის, თუ როგორ მართავენ ქვეყანას - 14%
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 5%

გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. სტრატიფიცირებული შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა ხმის უფლების მქონე (18 წლის და მეტი ასაკის) 1561 ადამიანი. 

კვლევა ეფუძნება ყველა გამოკითხულის აზრს. კვლევის ცდომილების ფარგლები შეადგენს + -2,48%-ს, 95%-იანი სანდოობით. 

იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც უარი განაცხადა კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვებზე პასუხი, ან ვერ მოხერხდა გამოკითხვა, შეადგენს 22%-ს, შესაბამისად გამოპასუხების სიხშირე არის 78% (1561 ადამიანი).

საველე სამუშაოები ჩატარდა 2024 წლის 29 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე შუალედში.
ცდომილების ფარგლები - 2,48%.
ფაქტორები, რომელთაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა კვლევის შედეგებზე, არ დაფიქსირებულა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი