რა არის დღეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა? | ბრიტანული კომპანია SAVANTA-ს საზოგადოებრივი გამოკითხვა

გამოქვეყნდა:

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა  ბრიტანულმა  კომპანია SAVANTA-მ  ტელეკომპანია "მთავარი არხისთვის"  "მედიის თავისუფლების ფონდის" დაკვეთით საზოგადოებრივი გამოკითხვა ჩაატარა. 

"სავანტა" არის გლობალური კომპანია, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით კვლევებს უკვეთავენ ისეთი ავტორიტეტული მედიები როგორიცაა CNN და BBC, ასევე ბრიტანეთის მთავრობა. 

კითხვაზე, რა არის დღეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა? პასუხები ასე გადანაწილდა

  • ფასების ზრდა/ინფლაცია - 36%
  • სამუშაო ადგილები - 32%
  • სიღარიბე - 29%
  • ტერიტორიული მთლიანობა - 28%
  • პენსია - 20%
  • ემიგრაცია - 20%
  • ჯანდაცვა - 19%
  • ევროკავშირის წევრობა (დაბრკოლებები გაწევრიანების გზაზე) - 18%
  • განათლება - 17%
  • სამართლიანობის აღდგენა - 10%
  • რუსეთთან ურთიერთობა - 10%
  • კრიმინალი - 9%
  • სამართლიანი არჩევნები - 9%
  • კორუფცია - 9%
  • სასამართლო სისტემა - 6%
  • ნატოში გაწევრიანება (დაბრკოლება გაწევრიანების გზაზე) - 5%
  • სხვა - 2%
  • უარი პასუხზე - 1%
  • არ ვიცი/მიჭირს პასუხის გაცემა (არ წაიკითხო) 0%

გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. სტრატიფიცირებული შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა ხმის უფლების მქონე (18 წლის და მეტი ასაკის) 1561 ადამიანი. 

კვლევა ეფუძნება ყველა გამოკითხულის აზრს. კვლევის ცდომილების ფარგლები შეადგენს + -2,48%-ს, 95%-იანი სანდოობით. 

იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც უარი განაცხადა კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვებზე პასუხი, ან ვერ მოხერხდა გამოკითხვა, შეადგენს 22%-ს, შესაბამისად გამოპასუხების სიხშირე არის 78% (1561 ადამიანი).

საველე სამუშაოები ჩატარდა 2024 წლის 29 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე შუალედში.
ცდომილების ფარგლები - 2,48%.
ფაქტორები, რომელთაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა კვლევის შედეგებზე, არ დაფიქსირებულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი