ისრაელში, ქალაქ რამათ-განში საარჩევნო უბნის გაუქმებაზე მსჯელობა, ამ ეტაპზე, ცესკოს წევრებმა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს, შესაბამისად, ცესკო დღევანდელ სხდომაზე ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვაზე არ იმსჯელა.
თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა კომისიას საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართვა გააცნო, სადაც უწყება ისრაელში საომარი მდგომარეობის გამო უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბრობს.
"არჩევნების დღემდე 15 დღეა დარჩენილი, დაველოდოთ კენჭისყრის დღის მოახლოებას , გაუქმება ყოველთვის არის შესაძლებელი, დაბრუნება და აღდგენა შეუძლებელი იქნება. მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე კომისიამ გააგრძელოს თავისი საქმიანობა. ისევე როგორც კენჭისყრის დღეს, თუმცა ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ფლობდნენ ინფორმაციას იმ რისკებისა და გარემოებების შესახებ, რომელიც მოყვანილია საგარეოს მოწოდებულ წერილში" აღნიშნა კალანდარიშვილმა.