მოლდოვამ EU-სგან 2 მლრდ მიიღო, თქვენ რატომ არაფერი ჩამოიტანეთ? | ვაშაძე კობახიძეს

გამოქვეყნდა:

ბატონო ირაკლი, მოლდოვამ ევროკავშირიდან 2 მლრდ ევრო მიიღო, მე კითხვა მინდა დაგისვათ- თქვენ რა გააკეტეთ იმისთვის რომ საქართველოს მიეღო ეს თანხა? - ამ კითხვით მიმართა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პრემიერ კობახიძეს, რომელიც მუდმივად ამტკიცებს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსსა და გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლას, ქვეყნისთვის არაფერი მოაქვს:

"მთელი ეს პერიოდი გვიმტკიცებთ რომ ევროკავშირში გაწევრიანებს მოლაპარაკებებს არაფერი არ მოაქვს თითქოს ქვეყნისთვისო ხომ გვეუბნებოდით და მოლდოვის მაგალითი მოგყავდათ, მოლდოვამ რა მიიღოო? 2 მლრდ მიიღო და თქვენ რატომ არაფერი არ ჩამოიტანეთ? რომ გეუბნებით რომ 14 მილიარდიან ფონდზე შეგვიძლია წვდომა გვქონდეს და მოვიტანოთ საქართველოში, თქვენ ამბობთ, რომ - არა. ხომ დადასტურდა თქვენი ტყუილი? კითხვას გისვამთ ძალიან კონკრეტულად - მოლდოვამ რომ მიიღო 2 მლრდ ევრო, თქვენ რატომ არაფერი არ ჩამოიტანეთ საქართველოსთვის? იმიტომ, რომ თქვენ ხართ დაკავებული ანტიქართული და ანტიევროპული საქმით, ამიტომ, თქვენი დრო დამთავრდა" განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

შეგახსენებთ, გუშინ, 10 ოქტომბერს ევროკომისიამ მოლდოვასთვის 1,8 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი