42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი გაიხსნება | რა გადაწყვიტა ცესკომ სტრასბურგთან და ისრაელთან დაკავშირებით

გამოქვეყნდა:

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი გაიხსნება - ასეთია ამ ეტაპზე ცესკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგი.  ამ დროისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს  95 834-ს.

სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის საკითხს დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

ოპოზიციის წარმომადგენლის გიორგი სიორიძის განცხადებით, სტრასბურგში არის ამომრჩევლების ის რაოდენობა, რაც საარჩევნო უბნის გახსნას ითვალისწინებს. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში კი უბნის გახსნა დიპლომატიურ წარმომადგენლობაშიც მოხდებოდა.  მისი თქმით,  ამ საკითხის მოგვარებაში შესაძლებელი იქნებოდა პრეზიდენტის კავშირების გამოყენება.

სიორიძეს ცესკოს თავმჯდომარემ უპასუხა და განაცხადა, რომ სტრასბურგის საკითხი დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში საერთოდ არ შედიოდა. გიორგი კალანდარიშვილმა ოპოზიციის განცხადებები საზღვარგარეთ 7 დამატებითი უბნის გახსნის პოზიტიური ნაბიჯის გადაფარვად შეაფასა

რაც შეეხება ისრაელს, საქართველოს საგარეო უწყების მოთხოვნით მოსალოდნელია თუ არა იქ არსებული საომარი ვითარების გამო საარჩევნო უბნის გაუქმება, ამ საკითხთან დაკავშირებით ცესკოს გადაწყვეტილება არ მიუღია და ეტაპზე უბანი გახსნილი რჩება.
 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი