ბიზნესის წართმევა და გარჩევები ღარიბაშვილის ბიძის მონაწილეობით | ბიზნესმენი დავით თამარაშვილი ყოფილი პრემიერის ოჯახს ამხელს

გამოქვეყნდა:

ბიზნესმენი დავით თამარაშვილი ყოფილი პრემიერის და მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახს ამხელს და ე.წ  კახური კლანის არაფორმალურ მმართველობაზე საუბროს. 

ყოფილმა პრემიერმა კომპანია "ვაზისა და ღვინის ჯგუფის'' დამფუძნებელთან 600 ჰექტარი მიწის დამუშავების უფლება ორწლიანი იჯარით მოიპოვა, სადაც ხორბლის დათესვას გეგმავდა, თუმცა ხელი ადგილობრივ "ფეოდალად'' წოდებულმა გიორგი ცაძიკიძემ შეუშალა. ის წლებია თვითნებურად ამუშავებდა სახელმწიფო მიწას და მის დათმობას არ აპირებდა.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად ბიზნესმენმა თავდაპირველად სახელმწიფო უწყებას მიმართა. პრემიერის მხარემ საქმეში პოლციელი, ირაკლი ღარიბაშვითან დაახლოებული რამაზ ივანიძე ჩართო. გარდა ამისა საქმეში კანონიერი ქურდებიც ჩაერთნენ. 

არაფორმალური დაჯგუფება იჯარით აღებულ მიწას და მოსავალსაც დაეპატრონა, ხოლო გიორგი ცაძაკიძე საქმეს ჩამოაშორეს. ხორბალი მეწილეებმა დამოუკიდებლად აიღეს. დაჯგუფებამ, ხორბალი დათესა, თავად აიღეს და ადგილზე მისული გიორგი ცაძიკიძე კი სასტიკად სცემეს. ამ ფაქტიდან ერთი წელი გავიდა, თუმცა სამხარაულის ექსპერტიზას დაკსვანა ჯერაც არ აქვს დაწერილი. 

გიორგი ცაძიკიძემ ღარიბაშვილის გარემოცვასთაც დაპირისპირების შემდეგ ქვეყანა დატოვა. ამ კლანის მიერ კიდევ ერთი დაზარალებული დავით თამარაშვილი კი სიამრთლის დამტკიცებას და სამართლებრივი გზით ცდილობს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი