არჩევნები დამკვიდრებული პოლიტიკური პოლარიზების ფონზე მიმდინარეობს | ეუთო/ოდირის შუალედური ანგარიში

გამოქვეყნდა:

არჩევნები დამკვიდრებული პოლიტიკური პოლარიზების ფონზე მიმდინარეობს - ამის შესახებ ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშშია საუბარი. 

ანგარიშში ყურადღება ეთმობა 11 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე პერიოდში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხელისუფლებისა და მისი ოპონენტების გაკეთებულ გზავნილებს. ოდირის ყურადღების ცენტრში საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობა, საარჩევნო ტექნოლოგიები და საარჩევნო სისტემაც მოექცა. 

დოკუმენტში წერია, რომ საარჩევნო პროცესი დამკვიდრებული პოლიტიკური პოლარიზების, უწყვეტი პოლიტიკური დაძაბულობის, ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობისა და გაერთიანებისა და გამოხატვის უფლების დაცვასთან დაკავშირებით წარმოშობილი შფოთის ფონზე მიმდინარეობს.

საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ცესკოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, ასევე ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და საარჩევნო კამპანიის წარმართვასა და დაფინანსებასთან დაკავშირებით მათი რეკომენდაციები ამ დრომდე გაუთვალისწინებელია.

"ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიასთან საუბრებში, პროცესში ჩართული ბევრი მხარე საარჩევნო ადმინისტრაციის ტექნიკური და ორგანიზაციული კომპეტენციების მიმართ ნდობის გამოხატავის მიუხედავად ზოგიერთი დაინტერესებული მხარე შეშფოთებას გამოთქვამდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამარტივების, ოპოზიციის მიერ არჩეული კომისიის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციის გაუქმებისა და კომისიის წევრების არჩევის ახალი მეთოდის შესახებ, რამაც შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობაზე.

[...]

მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებულია დებულებები, რომლებიც სახელმწიფოს ავალდებულებს გენდერული თანასწორობის უზუნველსაყოფად განსაკუთრებული ნაბიჯები გადადგას, 2024 წელს მიღებული ცვლილებებით გაუქმდა საარჩევნო სიებისთვის სავალდებულო გენდერული კვოტირება სხვა საკანონმდებლო ზომებთან ერთად, რომლებიც პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდისკენ იყო მიმართული. აღნიშნულ ცვლილებას, ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიასთან საუბარში, პროცესში ჩართული რამდენიმე დაინტერესებული მხარე აკრიტიკებს ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობაზე მისი პოტენციური უარყოფითი ზეგავლენის გამო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის 11 ოქტომბრის მონაცემების თანახმად სულ 1 185 კანდიდატია. ქალებს 3 სიაში უჭირავთ წამყვანი ადგილები და კანდიდატთა საერთო რაოდენობის 29%-ს შეადგენენ.

[...]

სახელისუფლებო პარტიამ არჩევნები წარმოადგინა, როგორც მშვიდობასა და ომს შორის გასაკეთებელი არჩევანი მაშინ, როცა ოპოზიციურ პარტიათა უმრავლესობა ამ არჩევნებს ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ჩატარებულ რეფერენდუმს უწოდებს. ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან საუბარში პროცესში ჩართული ზოგიერთ დაინტერესებული მხარე შეშფოთებას გამოთქვამდა დაშინების ტაქტიკის გამო, რაც სავარაუდოდ მათი საარჩევნო კამპანიის ღონისძიებებისა და, ასევე, ამომრჩევლების წინააღმდეგ იყო მიმართული სახელისუფლებო პარტიის მხარდაჭერებისა და სახელმწიფო უწყებების მხრიდან, - წერია ანგარიშში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი