
ევროკომისია სოციალურ ქსელში მოლდოვისთვის 1.8 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ისტორიაში ყველაზე დიდი მხარდაჭერის პაკეტით მომდევნო ათწლეულში ქვეყნის ეკონომიკას გაორმაგების პოტენციალი აქვს.
"ჩვენ მოლდოვას გვერდით ვდგავართ - დღეს და ყოველ ნაბიჯზე ჩვენი კავშირისკენ მომავალ გზაზე.
ამ კვირაში ჩვენ დავიწყეთ მოლდოვას ეკონომიკის ჩვენთან დაახლოება.
ჩვენს 1.8 მილიარდ ევროს მხარდაჭერის პაკეტს აქვს ქვეყნის ეკონომიკის გაორმაგების პოტენციალი ათწლეულში," - წერს ევროკომისია.