დაშინება, ზეწოლა, შანტაჟი და არაფორმალური შტაბები | ოლიგარქის პარტიის წინასაარჩევნო სტრატეგია

გამოქვეყნდა:

დაშინება, ზეწოლა და შანტაჟი - სწორედ ამ მეთოდებით ცდილობს ქართული ოცნება ამომრჩევლების თავისუფალ ნებაზე გავლენის მოხდენას.

"მთავარი არხის" მოპოვებული ინფორმაციით ზუგდიდში მოქმედებს არაფორმალური შტაბი სადაც საჯარო მოხელეები იკრიბებიან და მოქალაქეების მოსყიდვის გეგმებს განიხილავენ. 

მოპოვებული კადრებით, ირკვევა, რომ საჯარო მოხელეები რომლებიც სამუშაო საათებში საჯარო დაწესებულებაში უნდა იმყოფებოდნენ, საცხოვრებელ სახლში იკრიბებიან. კონფიდენციალური წყაროს მიერ მოპოვებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ სახლი ზუგდიდის მერის უახლოესი ნათესავის საკუთრებაა. აქ შეკრებები ყოველდღიურად ხდება. 

მიწოდებულ კადრებში ჩანს ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე, კონსტანტინე კაკავას, რომელიც სავარაუდოდ გაყალბების სქემებშია ჩართული. 

ქართული ოცნების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების შესახებ ინფორმაცია აქვს სადამკვირვებლო მისიებსაც. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი