"ქვეყანა არჩევანის წინაშე დგას: მცოცავი ავტორიტარიზმი და რუსეთთან მიახლოება, ან დემოკრატია და ევროპული გზა" | Financial Times საქართველოზე

გამოქვეყნდა:

გავლენიანი გამოცემა Financial Times საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე წერს. გამოცემის ჟურნალისტი, ტონი ბარბერი, რომელიც ოქტომბერში თბილისში იმყოფებოდა აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიისგან, რომელიც  "პრორუსულ და ანტიდემოკრატიულ ტენდენციებს ავლენს, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ძალიან ცოტა ადამიანი ელის". მისი თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური განწყობა საშინლად დაძაბული და პოლარიზებულია. 

ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ახლა ქვეყანა ორი რადიკალურად განსხვავებული არჩევანის წინაშე დგას: რუსეთთან მიახლოება ან პროევროპული გზა.

"ერთი შეხედვით, საქართველოს ორი შესაძლო მომავალი წყდება: მცოცავი ავტორიტარიზმი და რუსეთთან მიახლოება, თუ ქართული ოცნება ხელისუფლებაში დარჩება, ან დემოკრატია და პროევროპული გზა, თუ არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს", - წერს ჟურნალისტი. 

სტატიაში ვკითხულობთ, რომ  საქართველოში შექმნილი პოლიტიკური პოლარიზაციის მაღალი დონიდან გამომდინარე, რომელიც ექსტრემალურ ნიშნულზეა, არ ყოფილა შემთხვევა, როცა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ტელევიზიაში, რადიოში ან სხვა მედიაში დებატები გაემართათ. 

"ოპოზიცია შიშობს, რომ თუ ოცნება ძალაუფლებას შეინარჩუნებს, ქვეყანა შეიძლება მთლიანად მოხვდეს რუსეთის გავლენის ქვეშ და დაკარგოს ძვირფასი -  დემოკრატია და თავისუფლება", - წერს ბარბერი.

ჟურნალისტის თქმით, რუსეთის როლი საქართველოში მიმდინარე არჩევნებში დიდია. ბარბერი ერთ-ერთი დასავლელი დამკვირვებლის სიტყვებს ციტირებს: "რუსებს არასოდეს დაუტოვებიათ საქართველო, თუნდაც გონებაში".

"საქართველოს ახლა, სავარაუდოდ, ყველაზე პრორუსული მთავრობა ჰყავს 1991 წლის დამოუკიდებლობის შემდეგ. მოსკოვის მთავარი მიზანია უზრუნველყოს ამ პრორუსული ძალების სტაბილურობა". -  წერს ტონი ბარბერი

ის არჩევნების შემდგომ შესაძლო საპროტესტო აქციებზეც საუბრობს - იმ შემთხვევაში, თუ ოცნება არჩევნებს გაყალბებით მოიგებს, ან დამარცხდება, მაგრამ უარს იტყვის დამარცხების აღიარებაზე, მისი აზრით, ქვეყანაში ანტისამთავრობო პროტესტი დაიწყება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი